მიტოვებული ძველი „მერსედესი“ მუზეუმის ექსპონანტს დაამსგავსეს. ამერიკული კომპანია Detail king, რომელიც ავტომობილების წმენდითაა დაკავებული ამჯერად „ისტორიაში ყველაზე ჭუჭყიანი ავტომობილით“ დაინტერესდა. სპეციალისტებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს და 25 წლის ავტომობილი სრულიად ახალს დაამსგავსეს. 1982 წლის სედანი პენსილვანიის სახელოსნოში ქუჩაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ მოხვდა. შესაბამისად, ავტომობილი შიგნიდანაც და გარედანაც სერიოზულ გასუფთავებას საჭიროებდა და ხანგრძლივი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მისი ცნობა თითქმის შეუძლებელი გახდა.