LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიჩნევთ, რომ საჭიროა ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გამოწვევა: პარტია „დროა“

43
დროა ლუკაშენკო

„მივიჩნევთ, რომ საჭიროა ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გამოწვევა“, – აღნიშნულ განცხადებას პარტია „დროა“ ავრცელებს, რითაც ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანებიან.

მათი განმარტებით, პროტესტის ნიშნად ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება მსოფლიოში შედარებით გავრცელებული პრაქტიკაა და არ არის მომხდარი ფაქტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი ხელყოფის, თანაბარწონადი ღონისძიება საქართველოს მხრიდან.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მათ განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები. აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.

უნდა აღინიშნოს, რომ პროტესტის ნიშნად ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება მსოფლიოში შედარებით გავრცელებული პრაქტიკაა და არ არის მომხდარი ფაქტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი ხელყოფის, თანაბარწონადი ღონისძიება საქართველოს მხრიდან.

პარტია “დროა” მივიჩნევთ, რომ საჭიროა ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გამოწვევა, ხოლო ბელარუსში ელჩის არყოფნის შემთხვევაში კი, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვითარების გარკვევამდე და ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან აფხაზეთთან მიმართებით თანამშრომლობითი პოზიციის შეცვლამდე არ დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუსთან დემოკრატიული ქვეყნისთვის შეუფერებლად მჭიდრო კავშირს, მაგალითად ბელარუსის კგბ-სთან ოფიციალურ თანამშრომლობას, მუდამ ამართლებდა იმით, რომ მსგავსი ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის აფხაზეთისგან დისტანცირებისთვის. ამიტომ დამატებით აუცილებლად მიგვაჩნია ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობის გაწყვეტა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო 2020 წელს ელჩი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, უკრაინიდან გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის შემდგომი ნაბიჯებით კიდევ უფრო ცხადი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ქართულ ოპოზიციასთან წინააღმდეგობის პრინციპთან შედარებით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს: ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა…მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს: გიორგი გახარია

ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა…იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე: ასლან ბჟანია

კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია

ეშმაკი კაცია ლუკაშენკო…უკრაინის ომში უფრო აქტიურად ჩართვის სანაცვლოდ ცდილობს მინიშნებები გაუკეთოს პუტინს, რომ აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებაზე თანახმა იქნება: რამაზ საყვარელიძე

პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები