AstraZeneca-თი ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაციისას რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს.
“რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა AstraZeneca – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო დაბეჯითებით აცხადებს, რომ რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს ამ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა, გარკვეული შესაძლო კავშირი ახალგაზრდა ასაკში შედარებით, თრომბოზულგართულებებსა და ვაქცინას შორის შესაძლო კავშირზე საუბარი დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით მაინც მიდის საბოლოო დადასტურებისთვის მოკვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაცია ყველა ჯგუფში გაგრძელდეს მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებში.”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
