ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
საპატრიარქო უწყების შესაბამის სამსახურს მიმართავს, აღნიშნული საქმეები გაასაჯაროვოს:
“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.” – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
ამავე თემაზე:
ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე