LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო, ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას” – ირაკლი იმნაიშვილი

386
BeFunky-collage - 2022-11-24T003700.213

მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო, ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, – აღნიშნულის შესახებ ირაკლი იმნაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, პატივი ერგო ყოფილიყო ისეთი გუნდის წევრი, რომელმაც 27 წლის ისტორიის მქონე ტელევიზია გაქრობას გადაარჩინა.

“როდესაც რუსთავი 2 ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია.

წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო რუსთავი 2-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი (გული) რუსთავი 2-ში რჩება”, – წერს ირაკლი იმნაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g