მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს მიწათმოწყობის, გეოდეზიის, გეოინფორმაციული ტექნოლოგიების, სამეცნიერო საქმიანობისა და მიწის კადასტრული შეფასების სფეროში თანამშრომლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და კვლევებს, ჩაატარებენ კონფერენციებსა და სემინარებს, გაცვლიან შესაბამის ინფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას.
მემორანდუმს ხელი მოეწერა ქალაქ ტაშკენტში, უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მონიტორინგისა და მართვის, საძოვრებზე გეობოტანიკური კვლევების ჩატარების, მიწის ნორმატიული ღირებულების განსაზღვრის, დისტანციური ზონდირების და სხვა საკითხები განიხილეს.