პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა, – აღნიშნულის შესახებ „ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ბუბუ გვაძაბია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს პირველად გამოვცადე საკუთარ თავზე, რომ შსს-ს თანამშრომლისთვის ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება უსაფრთხოების გარანტია არ არის. პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა.
ეს მოხდა 1-2 წამში იმ მომენტიდან, როცა ჩემთან ერთად მყოფმა ნესტანმა დაუყვირა “პრესა ვართ!”, მე კი პრეს ბარათი მქონდა ჩამოკიდული. ხელი ახლაც მტკივა, თუმცა, ჯამში, კარგად ვართ. კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს ბინაში”, – წერს ბუბუ გვაძაბია.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.
მანამდე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისივე თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოაქცევენ და აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან განლაგდებიან.
სპეცრაზმელებმა რუსთაველის მოედანი სრულად დაიკავეს – ჩაკეტილია ყველა გასასვლელი
გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“
“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია