LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიზანდასახული ადამიანი შეუჩერებელია. მაშინაც კი, როცა უამრავი ადამიანია ჩასაფრებული როდის აგიცდება ფეხი, არასდროს დანებდე“ – თათა გიორგობიანი

146
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ცხოვრებაში საკუთარი მიზნის პოვნაზე საუბრობს. როგორც თათა წერს, კვლევებით დასტურდება, რომ „მიზანდასახული ადამიანი შეუჩერებელია და ამიტომ მაშინაც კი, როცა უამრავი ადამიანია ჩასაფრებული როდის აგიცდება ფეხი, არასდროს დანებდე“.

„⚜️ ცხოვრების მთავარი გამოწვევაა, იპოვო შენი მიზანი. შენი ნამდვილი, ღრმა მიზანი და მიზეზი, რომლის გამოც ყოველ დილით გაღვიძება გაგახარებს, რომელიც ცეცხლით აგანთებს, რომელიც ძალას შეგმატებს. მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ როდესაც ადამიანი დიდ მიზნებს ისახავს, უფრო დიდს ვიდრე საკუთარი თავისთვის კომფორტის მოტანას გულისხმობს, უფრო კოლექტიურს და სიკეთის მომტანს ბევრისთვის, მისი ფიზიობიოლოგია იცვლება, ადამიანს მეტი ძალა და გამბედაობა ეძლევა. მიზანდასახული ადამიანი შეუჩერებელია. მაშინაც კი, როცა უამრავი ადამიანია ჩასაფრებული როდის აგიცდება ფეხი, არასდროს დანებდე. გახსოვდეს ადამიანები რომელთაც შენი სჯერათ, შენ ხარ იმედი დედის, მეგობრების, ბოლო-ბოლო შენი თავის! ჯიუტად წამოდექი წაქცეული ასმეერთედ და მიჰყევი შენს მიზანს და აუცილებლად გაგიმართლებს, შენ გახდები ბედნიერი თავად და ბედნიერების წყარო სხვებისთვის. ⚜️“, – წერს თათა გიორგობიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები