LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანშეწონილია აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტების განლაგების საკითხი განვიხილოთ: ნიკოლ ფაშინიანი

87
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სიტუაცია არ სტაბილიზირდება.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი განაგრძობს აგრესიულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს და შექმნილი ვითარების გადაჭრის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ყველა წინადადებას უგულებელყოფს.

აზერბაიჯანელების თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წინადადებით გამოვიდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დამკვირვებლებისა და რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტები განლაგდეს.

„შექმნილ ვითარებაში მივიჩნევ, რომ მიზანშეწონილია აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტების განლაგების საკითხი განვიხილოთ. ეს საშუალებას მოგვცემს დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოები საბრძოლო შეტაკებების რისკის გარეშე ჩავატაროთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ

 

magti 5g