LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოების წინ წაწევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

60
Untitled design (2)

“მჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენი სახელმწიფოების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.”  – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და ​ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში უკრაინის პრემიერი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე:

“უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

მჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ქართველი და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ, ხოლო ორივე ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენი სახელმწიფოების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ჩატარება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.

მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში პირადად შეგხვდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს დეტალურად განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების აქტუალური საკითხების სრული სპექტრი.” – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

დენის შმიგალი ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ირაკლი ღარიბაშვილს კი სახელმწიფო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g