LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება” – თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის შვილის ემოციური პოსტი

1531
BeFunky-collage (61)

პო­ლი­ტი­კოს თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის შვილი საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

“მამა, არ დანებდე, იბრძოლე!” – თამაზ მეჭიაური კლინიკაშია მოთავსებული

“მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ბატონი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს თანადგომისთვის. მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება”, – წერს ზაზა მეჭიაური.

შეგხსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g