გასულ წელს, შონ პენის მონაწილეობით ფილმი, Flag Day გამოვიდა, ცოტა ხნის წინ კი ოსკაროსანმა მსახიობმა ფილმის შინაარსზე ისაუბრა. მან საზოგადოების ყურადღება ქალურ-მამაკაცურ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებით მიიქცია, რის გამო საზოგადოებისგან კრიტიკის ობიექტი გახდა.
„ადამიანთა იმ ჯგუფს მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკული კულტურა ფემინური გახდა. ვთვლი, რომ ქალებთან თანასწორობისთვის ჩვენც ქალებად არ უნდა ვიქცეთ. კაცები ქალურები გახდნენ, გახდნენ. ჩემი აზრით, მხდალი გენები აიძულებს კაცებს, რომ ჯინსები დათმონ და კაბები ჩაიცვან“– აცხადებს პენი.
ფოტო: შონ პენი ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა – 30 წლის დილანი შეუდარებელია