LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ m2-ის სახელი საკმარისი არაა – “ცენტრ პოინტის” დაზარალებულები აქციას მართავენ (ვიდეო)

111

“ცენტრ პოინტის” დაზარალებულები მეხუთე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

როგორც “ფორტუნასთან” დაზარალებულები აღნიშნავენ, “ცენტრ პოინტსა” და m2-ს (ემ კვადრატს) შორის აპრილში გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.

 

დაზარალებულები ამბობენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან 5 დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობით მართავენ აქციას.

 

დაზარალებულები განმარტავენ, რომ “ცენტრ პოინტმა” მის საკუთრებაში არსებული მიწები ვალდებულებებთან ერთად m2-ს უნდა გადასცეს და სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მათი ბინებით დაკმაყოფილება.

დაზარალებულები m2-ს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ დროა, კომპანიამ ხელშეკრულებები უშუალოდ მათთან გააფორმოს.

 

რადიო “ფორტუნა” m2-თან დაკავშირებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განმარტებებს გააკეთებს, მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები