LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელმა, სავარაუდოდ, ქალი გაიტაცა: ვინ არის ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი

824
avchala 77

რამდენიმე საათის წინ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, მამაკაცი ჩაცხრილეს.

ავჭალაში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაცია ნიკა მელიამ გაავრცელა.

ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავდამსხმელმა დაახლოებით ექვსჯერ გაისროლა, ადგილობრივების თქმითვე, მოკლული მამაკაცი ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ მკვლელმა გაიტაცა.

„ფორტუნას“ ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში არც დაუდასტურეს და არც უარყვეს.

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა. ნემსიწვერიძე 2004 წელს დააკავეს და მას ყოფილ პარლამენტარზე თავდასხმის ბრალდებით სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2013 წელს, საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა საპყრობილე.

ცნობისთვის, საუბარია 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატ გაგუაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგეს. სახელმწიფოს 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა.

შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ გამოძიება 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g