LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა სამტრედიაში: ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა

799
unnamed (1) (1)

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს ყელზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ცოლ-ქმრის განქორწინება სახელდება. ცოლს განქორწინება სურდა, მეუღლე კი წინააღმდეგი იყო. თვითმხილველების თქმით, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა რა დროსაც მამაკაცმა ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული მამაკაცი , ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.” – წერია შსს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებულს  13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g