LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი პარტია ძლიერდება, ეყოლება ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი – თეა წულუკიანი

42

უფრო ძლიერად და სიახლეებით შევხვდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, რათა ნდობა, რაც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ პარტია “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი დღეა.

“მმართველი პარტია ძლიერდება, ეყოლება ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, იქნება განახლებული პოლიტსაბჭო,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია შიდა კონსულტაციების შემდეგ გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები