LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი პარტიის დეპუტატებმა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

76
e53587978b20aa92077930b28e729b48

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი”, – წერია განცხადებაში.

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები