LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი, მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია: კომპანია „ენკა“

73
1613487477-ენკა

„ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან“, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ენკა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ისინი სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.

„მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას“. – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს. ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატვას ისინი 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დედაქალაქის პარალიზებას აპირებენ.

mazda magti 5g