LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moby-მ 32-წლიანი ვეგანობა ახალი ტატუთი აღნიშნა (ფოტო/ვიდეო)

302
moby-tattoos

რიჩარდ მელვილ ჰოლი, იგივე მობი ცხოველების უფლებების აქტიური დამცველია, გარდა ამისა ის უკვე 32 წელია რაც ვეგანია.

მომღერალმა და აქტივისტმა ვეგანობის იუბილე მკლავებზე დიდი, მუდმივი ტატუს გაკეთებით აღნიშნა და დიდი ასოებით დაიწერა ANIMAL RIGHTS (ცხოველთა უფლებები).

„ვეგანი და ცხოველთა დამცველი უამრავი მიზეზის გამო ვარ,  მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ, მჯერა, ყველა ცხოველს აქვს უფლება, იცხოვროს თავისი ცხოვრებით და თავისი სურვილით”.

https://www.instagram.com/p/B4xXSMUoKHI/?utm_source=ig_embed

კიდევ ერთი ტატუ, VEGAN FOR LIFE (სამუდამოდ ვეგანი), მუსიკოსმა სექტემბერში გაიკეთა.

https://www.instagram.com/p/B2hLcAphYZG/?utm_source=ig_embed

გთავაზობთ მობის ალბომს, სახელწოდებით Animal Rights, რომელიც მუსიკოსმა ჯერ კიდევ 1996 წელს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები