LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის სახლი ,,ნანა მელქაძე” 2016 ზამთრის კოლექციას გვთავაზობს

967

დიზაინერი ნანა მელქაძე გვიზიარებს ამ ზამთრის ძირითად მოდურ ტენდენციებს და იმასაც გვირჩევს, რისი მორგება შეგვიძლია ახალი წლის ღამეს.

რა ფერის ტანისამოსი შევარჩიოთ ახალი წლის ღამისთვის?

ახალი წლის ღამეს არ არის აუცილებელი წითელ კაბებში გამოწყობა. შესაძლებელია,  სხვა ფერის სამოსიც გამოიყენოთ, მაგ: შავი, თეთრი, მწვანე, ლურჯი, ხორცისფერი.  წითელი ფერი არის დასამახსოვრებელი ფერი და ის ძალიან უხდება მუქი ფერის კანს. ამიტომაც, მას სწორი შერჩევა სჭირედება.

– იმ შემთხვევაში თუ კაბის ჩაცმას არ ვაპირებთ, რას გვთავაზობს თქვენი მოდის სახლი?

-შარვლის ფორმები წელს შეიცვალა და მოდაში  ფართხუნა და მაღალ წელიანი შარვლები შემოვიდა. მსურველს  ჩვენთან სწორედ ამ სტილის შარვლების შეძენა შეუძლია.

– რამდენად ხელმისაწვდომია ფასები თქვენი დიზაინით შექმნილ სამოსზე?

– ფასები ყველასთვის მისაღებია. ჩემს სალონში არის  იტალიური ქსოვილები, რომლის შერჩევაც მსურველს თვითონვე შეუძლია. კაბის ფასები  150 ლარიდან იწყება.

– რას სთავაზობთ მამაკაცებს?

– მამაკაცებს შეუძლიათ შეიკერონ ხავერდის პიჯაკები, სწორი შარვლები, გამოყვანილი პიჯაკები, მანტოები, პალტოები. ხავერდის პიჯაკების შეძენა 250 ლარად არის შესაძლებელი.

– სად იყიდება თქვენი დიზაინით შექმნილი სამოსი?

– ჩვენი მაღაზია, რომელშიც იყიდება ქსოვილები და მზა სამოსი, მდებარეობს აღმაშენებლის 82 ნომერში. ხოლო ლაბორატორია, სადაც შეკვეთით იქმენა სამოსი, სანკტ-პეტერბურგის 3 ნომერში.

– ძალიან დიდი მადლობა ქ-ნო ნანა, გისურვებთ წამრატებას.

-ასევე, მადლობა თქვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები