LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგზაურობა ამერიკაში 2“ – საკულტო ფილმი ეკრანებზე ბრუნდება

america

მსახიობი ედი მერფი ოფიციალურად ადასტურებს, რომ 80-იანი წლების საკულტო ფილმი „მოგზაურობა ამერიკაში“ ეკრანებზე ბრუნდება. კომედიური ჟანრის მსახიობი კვლავ აფრიკელ პრინცს, აკიმს განასახიერებს. ახალი ფილმის გადაღებები კინოკომპანია Paramount Pictures-მა ჩაიბარა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, აკიმი ამერიკაში საკუთარი შვილის და მემკვიდრის მოსაძებნად მიემგზავრება. ფილმში ასევე ბრუნდება არსენიო ხოლი, რომელიც ძველ ფილმში პრინცის დამხმარეს განასახიერებდა. რეჟისორი კი კრეიგ ბრიუერია, რომელმაც „ლეგენდა ტარზანზე“ გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g