LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოკლე განმარტება ბუბა ჩივაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.. იმედი გვაქვს, სტაციონარული დახმარება აღარ დასჭირდება“ – რა განცხადებას ავრცელებს კლინიკა, სადაც ჟურნალისტი თვითდაზიანების მიყენების შემდეგ გადაიყვანეს

302
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, რომელმაც ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რამდენიმე დღის წინ, თვითდაზიანებები მიიყენა, კარგად არის.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცხადებას თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის დამფუძნებელი ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე და საზოგადოებას კლინიკის პოზიციას უზიარებს.

„ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია“ – ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოკლე განმარტება ბუბა  ჩივაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით:

პირველ რიგში კლინიკის ადმინისტრაცია და სრული შემადგენლობა გამოხატავს დიდ პატივისცემას, მისდამი როგორც პიროვნებისა და როგორც პროფესიონალი ჟურნალისტის მიმართ.

პერსონალურ მონაცემებს არ გავასაჯაროებთ, მაგრამ ვიტყვით ერთს, რომ ის არის კარგად, ჩაუტარდა ყველა სახის პროტოკოლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება და ხვალ ბინაზე სამართავად, დასტაბილურებულ მდგომარეობაში გაეწერება სტაციონარიდან.

კლინიკა მოხარულია, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა დასტაბილურებამდე, ის იყო კლინიკის პერსონალისადმი საუკეთესოდ განწყობილი, მისგან ყველა გრძნობდა მხოლოდ სითბოს და მას მადლობა იმისათვის, რომ ყველა დირექტივას პროფესიონალი ექიმების მხრიდან გაცემულს ასრულებდა სრულად.

გვაქვს იმედი, რომ მას სტაციონარული დახმარება აღარ დასჭირდება. ის დაუბრუნდება თავის პროფესიულ საქმიანობას ახალი შემართებით, ენერგიით და მოტივაციით.

მას კიდევ ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და მეტად პრესტიჟულ პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

მადლობა ექიმებს, ექთნებს და ყველა სხვას პროფესიონალიზმისა და მომსახურების მაღალი ხარისხისათვის.

ასევე მადლობა პაციენტს ნდობის,  უბრალოებისა და თავმდაბლობისათვის.

მისი სიცოცხლის გადარჩენა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პაციენტის, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

ჯანმრთელობა ბატონ ბუბას და წარმატებები საქმიანობაში.

ყველას მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის.

 

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოკლე განმარტება ბუბა ჩივაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით; პირველ რიგში…

Posted by Gia Grdzelidze on ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023

 

ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, ნდობა, სწორი დიალოგი და წიგნიერება,  ეს არის წარმატება,“ – წერს კლინიკის დამფუძნებელი გია გრძელიძე.

 

magti 5g