როგორც ცნობილია, ჟურნალმა, „ვოგმა“, ფრანგული მოდის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად პარიზში, „ვენდომის მოედანზე“ გლამურული ღონისძიება, Vogue World მოაწყო, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. ცხადია, ამ დღეს ეპატაჟური მსახიობისა და მომღერლის, ჯარედ ლეტოს გარეშე არ ჩაუვლია.
52 წლის ვარსკვლავის ჩაცმულობა განსაკუთრებით გამორჩეული გახლდათ. ჯარედს მოკლე შავი შორტი, რეზინის ჩექმა, გამჭვირვალე ცელოფნის კაბა და შავი მოსასხამი ეცვა, მის ლუქს წითელი ხელთათმანი, დიდი ზომის მზის სათვალე და მასიური ყელსაბამი ასრულებდა.
შეგახსენებთ, ოსკაროსანი ჯარედ ლეტოს ბენდმა, Thirty seconds to mars გასულ წელს ალბომი, სახელწოდებით It’s the end of the world, but it’s a beautiful day გამოუშვა.
ჯარედ ლეტოს ბენდმა, Thirty seconds to mars ახალი ალბომი გამოუშვა