ახალგაზრდა მასწავლებლის, მოკლული გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
„მკვლელებს ჩემი მოსმენა მოუწევთ“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოში მივიდა
ეკა კუპატაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირი დაკავებულია სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის.
„წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი!!!
დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის!!!
ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია! ყველა დამნაშავე ციხეში!!! მძიმე დღე მქონდა გუშინ, ამიტომ ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია.
რამდენიმე დღეში გაბაშვილის და რიკაძის განაჩენი დადგება ორივე ბრალზე და ჩიქოვანისა კი, დიღმის ჩხუბების ბრალზე. დარწმუნებული ვარ, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, მაქსიმალური სასჯელით!!!
დეტალებზე ინფორმაციას მოგაწოდებთ დღის ბოლოს!“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
🔥წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი!!!!🔥 დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის!!!! ამ იდიოტებს…
Posted by ეკა კუპატაძე on პარასკევი, 27 მარტი, 2026
ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
