LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკება მიმდინარეობდა ვითომ თბილისში, თუმცა ერთ მხარეს იყო მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი კიევი – ფრიდონ ინჯია

105
ფრიდონ ინჯია

“მოვუწოდებ კონსტრუქციულ ოპოზიციას, შემოვიდეს პარლამენტში, თქვას თავისი სიტყვა და იმ საქმის გადაწყეტაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ნამდვილად სჭირდება ქვეყანას”, – “ევროპელი სოციალისტების” წევრმა ფროდონ ინჯიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას და ასევე მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა.

ინჯიას განცხადებით, მოლაპარაკება განწირული იყო, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობდა ვითომ თბილისში, თუმცა ერთ მხარეს იყო მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი კიევი.

მისივე თქმით, დაყენებული იყო მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც წარმოუდგენელი იყო:

“ვის წარმოუდგენია და როგორ შეიძლება მოლაპარაკების დარბაზიდან ვინმემ დაურეკოს ბადრაგს და უთხრას: შენ, ვინც არის დაკავებული, გაათავისუფე; ან გამოაცხადოს ვინმემ, რომ ხვალიდან ინიშნება ახალი არჩევნები, არ შეეკითხე ხალხს და ისე განსაზღვრე… ამიტომ, თავიდანვე განწირული იყო, რომ მოლაპარაკება შედეგიანი ყოფილიყო. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც გარეთ არის.” – თქვა ინჯიამ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც მოგვიანებით დანიელსონმა აღნიშნა, მათ 6 პუნქტიდან მნიშვნელოვან პროგრესს მხოლოდ რამდენიმე საკითხზე მიაღწიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები