როდის გაიმართება მე-5 რაუნდი, ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური ვითარებებისთვის კონსულტაციების გამართვა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ უმჯობესია მოლაპარაკება შედგეს.
“რა თქმა უნდა, ჯობია მოლაპარაკება შედგეს, წითელი ხაზი ჩვენი მხრიდან რაც არის კვლავ უცვლელია. უსაფუძვლოდ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ არის სწორი. თუ ვინმეს გააჩნია კითხვის ნიშანი არჩევნების მართლზომიერებასთან დაკავშირებით იქნება ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გაირკვეს. ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზება ადგილობრივი არჩევნების პლებისციტის სახით გამოყენებასთან დაკავშირებით რაც არის ამ მოსაზრებას მე კატეგორიულად არ ვეთანხმები,”- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
