LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია

128
photo-collage.png (16)

ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ მომავალი ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ ,,გრემის” რიგით 68-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნდება, ცერემონია კი 2026 წლის 1-ელ თებერვალს გაიმართება. ნომინანტები 2024 წლის 31 აგვისტოდან 2025 წლის 30 აგვისტომდე განხორციელებული მუსიკალური აქტივობებით დასახელდებიან.

აღსანიშნავია, რომ აკადემიამ მომავალ დაჯილდოებაზე რამდენიმე ნომინაციაში ცვლილება შეიტანა და ახალი, მათ შორის ,,ალბომის საუკეთესო გარეკანის” კატეგორიაც დაამატა.

შეგახსენებთ, რომ 67-ე ,,გრემი”, რომელსაც ზედიზედ მეხუთედ კომიკოსი – ტრევორ ნოა გაუძღვა, 2 თებერვალს შედგა. 2025 წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის ტრიუმფატორი – კენდრიკ ლამარი გახდა.

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები