LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომცა 11 ტრანსი გოგოს მისამართი და ფული.. ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო! 3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც“ – გიგა მაქარაშვილი კესარია აბრამიძეზე

4074
ზაურ დარგალი

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება კესარია აბრამიძის მკვლელობას და მისი ქველმოქმედების ისტორიას იხსენებს.

„არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ.

კოვიდის დროს, პირველად რომ ჩაგვკეტეს და ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, მეგობრებმა კამპანია დავიწყეთ, „ჰელფები“ დავირქვით და ათეულობით ათას ადამიანს მივაწოდეთ საკვები, წამალი, საჭირო ნივთები.

ერთ დღესაც რეკავს კესარია, შენი ნახვა მინდაო.

აქა და აქ ვარ, შემომირბინე მეთქი.

უი, არა, შენ რომ ჩემთან ერთად დაგინახონ, ისედაც რა დღეში გაგდებენ და უარესს დაგმართებენო (თავადვე გადაბჟირდა სიცილით, როგორც იცოდა ხოლმე).

მოკლედ, შევხვდით.

მომცა 11 ტრანსი გოგოს ტელეფონი, მისამართი და ფული…

ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო!

3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც.

ეგეთიც იყო“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g