მომღერალ ნინო ჩხეიძისა და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის შვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს ნიშნობის ბეჭდით და წერს: „მე ვთქვი „კი“.
მარიამის რჩეული ჯერემი ელენორია, რომელთან ერთადაც მარიამს ინსტაგრამზე ბევრი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.
ცნობისთვის, მარიამი ნინო ჩხეიძისა და გიორგი კორახაშვილის ერთადერთი ქალიშვილია.

ნიშნობის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამის ბებია, ქეთი კოჭიაშვილი გვიზიარებს და უამრავ მილოცვას იღებს. „ღმერთმა დალოცვილები გიმყოფოს”, „ულევი სიხარული და ბედნიერება მარიამს”, „საუკეთესო წყვილი”, – წერენ კომენტარებში.



