ეგვიპტელი მომღერალი ბანანის ჭამის გამო დააპატიმრეს. შიმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ბრალი გარყვნილების პროპაგანდაში ედება. საქმე ისაა, რომ მომღერალმა „ზედმეტად“ თამამი კლიპი გადაიღო. შიმა მიმზიდველადაა ჩაცმული, ცეკვავს და თანაც ბანანას საკმაოდ სექსუალურად მიირთმევს. ვიდეომ ადგილობრივთა გაღიზიანება და აგრესიული შეფასებები გამოიწვია. ეგვიპტური მედიასაშუალებების შეფასებით, 21 წლის მომღერალი ახალგაზრდებს უზნეობას ასწავლის, რისთვისაც საკადრისად უნდა დაისაჯოს.
აღსანიშნავია, რომ გოგონამ კლიპისთვის საჯარო ბოდიში უკვე მოიხადა.
https://www.youtube.com/watch?v=eq92gfLpStw