LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებლების განცხადებით iPhone 6s-ისა და iPhone 7-ის კამერებს შორის არც ისე დიდი სხვაობაა

41

 

Apple-ის ახალი პროდუქტის, iPhone 7-ის პრეზენტაციაზე, საკმაოდ დიდი დრო დაეთმო ახალი სმარტფონის კამერის შესაძლებლობებზე საუბარს. პრეზენტაციიდან მოყოლებული უამრავი ვიდეო-აღწერა და შედარება გამოქვეყნდა, სადაც ახალი iPhone-ის კამერის შესაძლებლობები iPhone 6s-ის კამერის რეზულტატის თითქმის იდენტურია. გაჯეტის მფლობელების განცხადებით 12 მპ-იანია iPhone 6s-ის ერთ ლინზიანი კამერა, iPhone 7-ის ,,განახლებული’’ ლინზის გვერდით მნიშვნელოვნად უკეთეს შედეგს არ გვთავაზობს.

რაც შეეხება iPhone 7 Plus-ს, მომხმარებლების შეფასებით, 2x telephoto შესამჩნევად კარგ კადრებს იღებს, თუმცა არცაა გასაკვირი, ორი კამერის მეშვეობით ციფრული ზუმის გაზრდილი შესაძლებლობები შთამბეჭდავი ფოტოების გარანტია. შესაბამისად, რჩევა ჩვენი რადიოსგან: თუ მაინცდამაინც გაუმჯობესებული კამერის ხარისხზე გაქვთ პრეტენზია, iPhone 7-ის ყიდვას არ გირჩევთ, სამაგიეროდ iPhone 7 Plus – ის შეძენა ნამდვილად ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები