გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის რომანი 1984 წელს გამოსული ფილმით, „მიმართულების შეცვლა“ დაიწყო. მათ უკვე 38 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ არ იმყოფებიან.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გოლდიმ პირად ურთიერთობებზე ისაუბრა და ბედნიერი თანაცხოვრების საიდუმლოც გაამხილა.
„თუკი ორ ადამიანს ერთმანეთთან ყოფნა სურს, მათ აქვთ უკვე ის, რასაც უნდა გაუფრთხილდნენ. შეინარჩუნეთ სიახლის შეგრძნება და ხშირად გააოცეთ ერთმანეთი. ბევრი იცინეთ, ცოტა ხნით ბავშვებს მოშორდით, გააკეთეთ რაიმე უჩვეულო, ეს მუდამ ახალ ცეცხლს დაანთებს“,– განაცხადა გოლდიმ.
შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი ოდესმე ურთიერთობის გაოფიციალურებას, წყვილმა განაცხადა რომ, მათ გეგმები არ აქვთ.
„მე მომწონს კურტის გოგონას სტატუსი“ – აცხადებს მსახიობი.
ცნობისთვის, წყვილი მალე ეკრანებზე კვლავ გაერთიანდება, საუბარია ფილმის „საშობაო ქრონიკების“ მე-2 ნაწილზე, რომელსაც მაყურებელი 25 თებერვალს, „ნეფლიქსზე“ იხილავს.