LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მომწონს სამართლიანობა“ – ,,წლის ქალად” დასახელებული Cardi B ,,ბილბორდის” გარეკანზე

58
safe-image (1)

10 დეკემბერს, ,,ბილბორდის” ყოველწლიური ღონისძიება – ,,ქალები მუსიკაში” გაიმართება. წვეულება, რომელიც დაჯილდოების ხასიათს ატარებს წელს ციფრულ ფორმატში ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ საღამოს მთავარ ჯილდოს Cardi B მიიღებს. გავლენიანმა გამოცემამ ის ,,წლის ქალად” დაასახელა.

ახლახანს, 28 წლის არტისტმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ,,წლის ქალის” ტიტულს უპირობოდ იმსახურებს. მისი განცხადებით, მიუხედავად მისი სექს-სიმბოლოს სტატუსისა, მშვენივრად ახერხებს სოციალურ სფეროში აქტიური იყოს.

„მე მსურს ადამიანებს დავანახო, რომ ჩვენ კარგი რაღაცების კეთება შეგვიძლია, მე მომწონს სამართლიანობა, მიყვარს შემოქმედება“– განაცხადა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე მუსიკოსი ღიად მხარს  ჯო ბაიდენს უჭერდა. Cardi B-მ ამ თემაზეც ისაუბრა.

„მე ჯო ბაიდენს დავუჭირე მხარი. იცით ჩვენ, ამერიკის მოქალაქეები ძალიან ბევრ ცუდს ვსაუბრობთ საკუთარ ქვეყანაზე და იმას ვივიწყებთ, რომ ჩვენც ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. მიუხედავად ყველაფრისა ამერიკა ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო ქვეყნად ითვლება“– აცხადებს  ვარსკვლავმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები