LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოპედის, კვადროციკლისა და მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა

308
Untitled design (2)

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა, ინფორმაციას ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შსს-ს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციის დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g