LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოქალაქეებისთვის ბევრი აქვს სათქმელი.. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა“ – სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება

378
Untitled design (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია:

„ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი აქვს სათქმელი, ის თითქმის ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს ჩვენი მოქალაქეებისგან. იცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად დავდივარ, ვისმენ ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, რაც მიხეილ სააკაშვილამდე მიმაქვს. ქვეყანა უმძიმესი პრობლემის წინაშეა, მესამე პრეზიდენტი ტყვეობაში გვყავს, რუსეთის ოფიციალური აგენტი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, 12 პუნქტი შეუსრულებელია, დასანქცირებული არიან მოსამართლეები.აუცილებლად უნდა ვუშველოთ ქვეყანას და გადავიდეთ ქმედებებზე. ჩვენი ხელისუფლება გუშინ რუსეთის გვერდით დადგა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. ასე რომ არ იყოს, ექიმები ნამდვილად იტყოდნენ და ის „ვივა მედში“ არ იქნებოდა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს მანიპულაცია მოახდინოს რომ უდიდესი კომპეტენციის მქონე ექიმების განცხადებებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია“, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, 7 ნოემბრის საქმეზე წინა სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, რადგან მან სხდომაზე დასწრება დისტანციურად ვერ შეძლო.

პოპულარულები