LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში,“ – ლილუაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს

51
ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს. გიორგი გახარიას თანაგუნდელის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეს ეს ორი პარტია საერთო ინტერესებით მოქმედებს.„მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში,“ – თქვა მან.

ლილუაშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით.

„მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე მათთვის მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება. მთავარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას თურმე ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ უკიდურესად შეშინებული არიან,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.

ერთადერთი გზა რაც ოპოზიციას დარჩა, არის მაქსიმალური დესტაბილიზაცია და მეტი საბოტაჟი, სწორედ ამის იარაღი გამოვაცალეთ: სოზარ სუბარი

„ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ – რეალობას სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს,“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

პოპულარულები