Morgan 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. საპატიო თარიღი ავტომწარმოებელს მომავალ წელს უსრულდება და ლიმიტირებულ მოდელებსაც სწორედ ამ პერიოდისთვის წარმოადგენს.
ყველა სიახლე ექსკლუზიურ განათებას მიიღებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს მათ ფასზე არ აისახება. Morgan Plus 4–სა და Morgan Roadster–ს წინა ბამპერებით აღჭურვავენ, რაც მათ სარბოლო მანქანების ვიზუალს მისცემს. კაპოტს ტყავის ელემენტებით გააფორმებენ, ფერების გამას კი დიზაინერთა ჯგუფი აქტიური მუშაობის შემდეგ შეარჩევს. ავტომობილების სალონში ხის ან ტყავის საჭე Moto-Lite გაჩნდება, სავარძლები კი რაღა თქმა უნდა, სპორტული იქნება და ზედ ბრენდის ლოგოტიპიც იქნება დატანილი.
ლიმიტირებული სუპერქარების ღირებულება 39 ათასი ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება, რაც ბრენდის წარმომადგენელთა აზრით, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია.