დასავლური მედია ჯონი დეპის რომანზე ალაპარაკდა. ტაბლოიდების ცნობით, 61 წლის მსახიობი ახალგაზრდა რუს ქერათმიან გოგონას, „ინსტაგრამ“ მოდელს, იულია ვლასოვას ხვდება.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, გოგონამ რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ლეგენდარულ მსახიობთან რომანზე ისაუბრა. იულია აცხადებს, რომ ჯონს პირველად 2021 წელს, კარლოვი-ვარში შეხვდა.
„ჯონი 2021 წელს, კარლოვი-ვარში, კინოფესტივალზე გავიცანი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა 2022 წელს, ჯეფ ბექის კონცერტზე შედგა. ჯონი საოცარი ადამიანია, იდუმალი და მოულოდნელობებით აღსავსე, სწორედ ეს ხდის მასთან ურთიერთობას განსაკუთრებულს“, – აცხადებს მოდელი.


