LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი გარდასახვა – ჯონი დეპის ცნობა ახალ ფოტოში შეუძლებელია

155
Untitled design (36)

მედიაში ჯონი დეპის ახალი ფოტო გავრცელდა, ეს გახლავთ კადრი ახალი კინოფილმიდან, რომლის რეჟისორიც მარკ უებია. ფილმში, სახელწოდებით Day Drinker დეპი მთავარ როლში მოგვევლინება, მას კი პარტნიორობას პენელოპა კრუსი გაუწევს.

თუ ფოტოთი ვიმსჯელებთ, დეპმა როლისთვის იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.

რაც შეეხება მომავალი ფილმის სიუჟეტს. ის საკრუიზო ლაინერში ვითარდება. დეპის გმირი და მიმტანი ქალი კრიმინალურ თავგადასავალში ებმებიან. კინოფილმის პრემიერა მომავალ წელს იგეგმება.

ცნობისთვის, ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესების შემდეგ ეს 61 წლის დეპის მეორე მასშტაბური კინოპროექტია. 2023 წელს მისი მონაწილეობით „ჟანა დიუ ბარი“ გამოვიდა, რომელშიც დეპმა ლუდოვიკო XV-ის როლი მოირგო.

„ალ პაჩინოსთვის როგორ შემეძლო უარის თქმა…“ – ჯონი დეპმა ამადეო მოდილიანის შესახებ ფილმი გადაიღო

ჯონი დეპის ახალი „ჰოლივუდური ღიმილით“ – 61 წლის მსახიობი „სან- სებასტიანის“ ფესტივალზე ბრწყინავს

ფოტო/ვიდეო: „დეპის ხარახურაც ხელოვნების ნიმუშია“ – 61 წლის მსახიობმა საზოგადოებას ექსპერიმენტული ხელოვნების ნიმუშები წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები