LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 52% მიიჩნევს, რომ მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება – IRI

123
w720h405fill

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 52 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება.

გამოკითხულთა 71 პროცენტის აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ამჟამადაც გრძელდება და მოსახლეობის უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს (ეს მონაცემი 2014 წლის თებერვალშიც იგივე იყო). 

რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას, მომხრეთა ოდენობა შემცირდა

ნატო-ში ინტეგრაციას სრულად გამოკითხულთა 49 პროცენტი უჭერს.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM).

მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი – 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g