LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით წყალგამანაწილებელი კომპანიები აბონენტებს აფრთხილებენ

122

მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით წყალგამანაწილებელი კომპანიები გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ.

ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის 25 იანვრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, მოსალოდნელი ყინვის დროს, წყალსადენის სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებს მოუწოდებენ  გაითვალიწინონ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები:

იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები. მათთვის ასევე რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.

ყოველ აბონენტს, მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ აღნიშნულ დღეებში (თარიღებში), წყლის ჭარბად დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g