რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილ დუბკოვი მოსკოვში დააკავეს. ამის გამოცემა Meduza წერს.
გამოცემის ცნობით, ადვოკატს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“ ედავებიან.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, ვასილ დუბკოვი ალექსი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სალეხარდში თან ახლდა, როდესაც მისი შვილის ცხედრის გადაცემას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში 16 თებერვალს დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.