მოსკოვში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა დააკავეს – ამის შესახებ იუწყება მისი მოკავშირე, ოპოზიციონერი ილია იაშინი.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც ორ საეჭვო მოწამვლას გადაურჩა, მოსკოვში საკუთარი სახლის წინ დააკავეს.
„ვლადიმერ კარა-მურზა პოლიციამ დააკავა მოსკოვში, მის სახლთან ახლოს. ჯერ არ არის ცნობილი რა მიზეზით”, – დაწერა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა „ტვიტერზე“.