მოსკოვში მიმდინარე ოპოზიციურ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა სამასამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმციას OVD-Info ავრცელებს. საპროტესტი აქცია 14:00-ზე დაიწყო.
დაკავებულებს შორის არიან შემთხვევითი გამვლელები, ჟურნალისტები. კერძოდ, ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტი ვლადიმირ რომენსკი და „ვედომოსტის“ კორესპონდენტი ელენა ვავინა.
არსებული ინფორმაიციით, აქციის დაშლისას დაშავდა „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი პიოტრ კოზლოვი.
აქციის დაწყებამდე მალევე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლიც. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სწორედ , ის კანდიდატია, რომელიც არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს.
https://twitter.com/Kirilenko_a/status/1157633846327894016?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1157633846327894016&ref_url=http%3A%2F%2Fwww.tabula.ge%2Fge%2Fstory%2F153579-moskovis-aqciaze-311-adamiani-daichires-video
სამართალდამცავებმა პუშკინის მოედანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს. მოედანს ამ დროისთვის პოლიციის კორდონი იცავს.აქციის მონაწილეებმა ბულვარებისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მოსკოვის საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებენ. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
შეგახსენებთ, მოსკოვში 8 სექტემბერს დუმის არჩევნები გაიმართება. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო რამდენიმე ათასი ისეთი ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს. სწორედ ამას მოყვა მასშტაბური პროტესტი მოსკოვში.
