მოტივაციის გაზრდა მოზარდებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა მარინა ფრუიძემ ისაუბრა.
როდის ვიწყებთ მოტივაციაზე, მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ფიქრს?
ყოველთვის, როცა ნებისმიერი საქმიანობის შესრულების ხარისხზე და დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობაზე დავფიქრდებით. ხშირად ამ საკითხებზე მუშაობისას პიროვნების მოტივაციის გაძლიერების თუ მისი შემაფერხებელი მიზეზების გარკვევისას, მივდივართ მათი ბავშვობის გამოცდილებამდე, რომელსაც ოჯახში ან სკოლაში იღებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხების განხილვა მოზარდებში. ამ დროს გამომუშავებული უნარები, გამოხატული მოტივატორები, მათი წამახალისებელი თუ დამაბრკოლებელი ფაქტორები, შემდგომ საკმაოდ აქტიურად იჩენს თავს ზრდასრულობის პერიოდში.
ერთ-ერთი დიდი გამოწევა, დღეს, გახლავთ სწავლის მოტივაციის გაზრდა მოზარდებში, მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, ხარისხიანი ცოდნისა და სიახლეების მიღების სურვილი. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ცალკეული მოსწავლის მოტივაციაზე:
აქვე აღვნიშნავდი ბუნებრივ ფაქტორებს, რომლებიც ასევე ხშირად მოტივაციის განმსაზღვრელები არიან:
მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტორებით მოზარდებისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც წაახალისებს მათ და თვითმოტივაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მისცემს.

შინაგანი და გარეგანი მოტივაცია…
როდესაც საქმე გვაქვს ისეთ მოზარდთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიახლის შესწავლა, რთული დავალებების შესრულება, როდესაც ეს საქმიანობა მისივე ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ამისათვის არ ელოდება რაიმე წახალისებას, მას შინაგანი მოტივაცია ამოძრავებს. შინაგანი მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანია მოზარდებში და ეს მათი ინტერესების გათვალისწინებით, ეტაპობრივად უნდა მოახდინოს პედაგოგმა, მშობელმა. მარტივი დავალებების თანდათანობით გართულებით, სასწავლო მასალის საინტერესოდ მიწოდებით, დამატებითი მასალის მრავალფეროვნებით, შესაფერისი გარემოს შექმნით. ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიონალიზმი, მისი დამოკიდებულება მოსწავლეებთან.
მოზარდებისთვის (ასაკის მატებასთან ერთად), ასევე მნიშვნელოვანი ხდება გარეგანი მოტივაცია, რომელიც მიმართულია გარკვეული მიზნების მისაღწევად. სწავლით მიღებული შედეგი, შეფასება, მოლოდინის გამართლება, წახალისება კარგი სტიმულაციაა ამ დროს მოზარდისთვის.
თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოზარდს ორივე ტიპის მოტივაცია (შინაგანი და გარეგანი) ამოძრავებს. მისი ქმედებები მიმართულია, როგორც საკუთარი კომპეტენციების გაზრდისაკენ, ასევე სხვა მიზნის (მაგ. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად) მისაღწევად.
როდესაც მოტივაციის გაზრდაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ შესაფერისი გარემო შევუქმნათ მოზარდს. მოვხსნათ ყველა დაბრკოლება, რაც მოტივაციის ამაღლებას, მის გამჟღავნებასაც კი უშლის ხელს.
აუცილებელია ვიცოდეთ ის ძირითადი დემოტივატორები, რომელთანაც გვიხდება შეხება:
მოზარდისთვის ხელსაყრელი/ პოზიტიური გარემოს შექმნა ნიშნავს, დავეხმაროთ მათ ამ შიშების დაძლევაში. უნდა იცოდნენ მოზარდებმა, რომ მათ თავისუფალი მსჯელობის, განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალება აქვთ, რომ ისინი არ გახდებიან დაცინვისა და გარიყვის ობიექტები, თუნდაც დაშვებული შეცდომების გამო.
მოზარდების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვისას, კი აუცილებელია გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, უნარები და სურვილები, კარგად ვიცნობდეთ და პატივს ვცემდეთ მათ პიროვნებას. ასევე გავაანალიზოთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც აყალიბებს მათ მოტივაციას. ამ მიზნით გამოვიყენოთ ძლიერი ინსტრუმენტები: წახალისება, აღნიშვნა და მხარდაჭერა. მოზარდის საქმიანობის მოწონება, მისი შექება, თუნდაც მცირედი წარმატების აღნიშვნა და დაფასება ძლიერი მოტივატორი იქნება მისთვის. იზრდება მისი თვითშეფასება და მშობლებისა თუ პედაგოგების მხარდაჭერის ფონზე, გაცილებით იზრდება მისი საქმიანობის ეფექტურობა.