ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელზეც სასულიერო პირებისგან კონკრეტული დაპირებები მოისმინეს. ერთ-ერთი გარემოვაჭრის, მევლუდ ღარიბაშვილის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა, სადაც შეძლებენ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას.
“საპატრიარქოში გვითხრეს, რომ არ იქნებიან წინააღმდეგები, თუ ჩვენ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობას განვაახლებთ. დაითქვა ორი დღის ვადა. ამ პერიოდში მერია ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო დახლებს ამოიტანს და ჩვენ შევძლებთ ცივილური ფორმით გავაგრძელოთ ვაჭრობა. რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიის წინამძღვარს, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა,“ – განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით ორი დღით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.