LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი და მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან – ის ამზადებს უარს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

211
ვოლოდიმირ ზელენსკი

მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი და მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან – ის ამზადებს უარს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპისთვის პირდაპირ თქმას ვერ ბედავს და აფერხებს პროცესს.

„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან ფრონტზე დუმილის იდეის საპასუხოდ – ის რეალურად ამზადებს უარს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა და ამიტომ მოსკოვში დუმილის იდეას ისეთი წინაპირობებით აყალიბებენ, რომ საერთოდ არაფერი გამოვიდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს. პუტინი ამას ხშირად აკეთებს – პირდაპირ არ ამბობს “არას”, მაგრამ აკეთებს ისე, რომ აფერხებს ყველაფერს და გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი მორიგი რუსული მანიპულაციაა…

ჩვენ არ ვაყენებთ ისეთ პირობებს, რაც ართულებს საქმეს, ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს აყოვნებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება, არის რუსეთი. მათ ომი სჭირდებათ. პუტინმა მოიპარა წლების მშვიდობა და აგრძელებს ამ ომს. ახლა მასზე ზეწოლა გვჭირდება. ჩვენ უნდა შემოვიღოთ სანქციები, რომლებიც დაგვეხმარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთი დაასრულოს ომი“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g