არნემის ”ვიტესის” ქართველი მცველი და თან გუნდის კაპიტანი გურამ კაშია კარგა ხანია სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა და სულ უფრო იშვიათად უწევს თამაში.
“ვიტესის” გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის მხარდასაჭერი აქცია გამართეს – ისინი ერთი წუთის განმავლობაში გურამ კაშიას სკანდირებდნენ, სექტორზე კი ბანერი გამოფინეს – “მოვითხოვთ კაშიას”.