LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ ხატიასაც და ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ – ჩვენ ჩვენი გზა, გეგმები გვაქვს მიშასთან და თანაგუნდელებთან ერთად“ – გიორგი ვაშაძე

440
Untitled design

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამავე ეთერში ეხმაურება და „ხატიასაც და ყველას მოუწოდებს თავიანთ საქმეს მიხედონ“.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

სამადაშვილი: „მელია ღირებული პოლიტიკოსია.. „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ რუსული რეჟიმის დამარცხება გვჭირდება, მაგრამ მომავალი ენმ-ის ერთპარტიული მმართველობის აღდგენას არ ნიშნავს“

კითხვაზე, დაასუსტებს თუ არა „გამარჯვების პლატფორმას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან წასვლა, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს შეინარჩუნებს, რადგან ამისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

„პანღურით აგდებდა ხაბეიშვილი და კვლავ ენმ-ის სახელურს ებღაუჭებოდა – ის არის პუფი და საზოგადოება კარგად დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პუფზე“ – ღუდუშაური მელიაზე

„გამარჯვების პლატფორმა“ იბრძვის პირველი ადგილისთვის შემდეგ არჩევნებში და ეს ჩვენ ვერ დაგვასუსტებს. ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ კიდევ უფრო მეტი მუშაობით და აქტიურობით ვუპასუხებთ. მთავარი არის არა ის, სად წავლენ პოლიტიკური ლიდერები, არამედ რას იზამენ საქართველოს მოქალაქეები და ამომრჩევლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდაჭერას შეინარჩუნებს და ჩვენ მათთან ერთად ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. ვქმნით ისეთ მიზიდულობის ცენტრს, რომელიც პირველ ადგილზე გავა შემდეგ არჩევნებში. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, პატარა ბავშვი არავინ არ არის.

არჩევნებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი და არ მგონია, რომ პრაგმატული იყოს ამ პოლიტიკოსებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია და მე მათ არჩევანში ვერ შევალ ვერცერთ შემთხვევაში. რაც ნაკლებად დამაკნინებელ განცხადებებს გამოიყენებთ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, უკეთესია. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი გეგმები გაქვს მიშასთან ერთად და ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად. ძალიან მძლავრად და სისტემურად ვემზადებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით“ – ფავლენიშვილი პარტიიდან მელიას წასვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები