ბევრ მშობელს ბოლომდე უჭირს გადაწყვეტილების მიღება, სად წაიყვანოს ბავშვი ზაფხულში. ეს კითხვა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” „ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის“ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგს, ნინო უმეკაშვილს დავუსვით. მისი განცხადებით, დიდი კურორტები დღეს ინფიცირების საფრთხეს ქმნის პატარებისტის.
„მე, როგორც ექიმი, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დასვენება კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიაა და ვირუსი არსად წასულა. სამწუხაროდ, ბავშვებში ლეტალური შემთხვევებიც დაფიქსირდა. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რომ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში და დიდ კურორტებზე მაქსიმალურად მოვერიდოთ ბავშვების წაყვანას. ინფიცირების შემთხვევები ძალიან მომატებულია, მათ შორის პედიატრიული ასაკის პაციენტებში და წინა ტალღებისგან განსხვავებით, მათთან კოვიდი ამჯერად მიმდინარეობს ძალიან მწვავედ. ასე რომ, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ნამდვილად არაა რეკომენდებული ბავშვების წაყვანა“, – განაცხადა ნინო უმეკაშვილმა.